შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა ლოკაციებზე სპეცტექნიკისა და პოლიციელთა ჯგუფების გადაადგილება ჩვეულებრივი მოვლენაა.
ცაციაშვილის განცხადებით, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და პრევენციული ღონისძიებებისთვის, სადაც საჭირო იქნება, იქ მოხდება პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება.
"სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილების შესახებ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთავარი მიზანი და გამოწვევა არის - არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ, თავისუფალ, ასევე, უსაფრთხო გარემოში. ამ ამოცანისთვის, რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას ეხება გადაადგილება, რაც იყო.
რა თქმა უნდა, გაგრძელდება ეს გადაადგილებები, სადაც დაგვჭირდება, რომელ ლაღიძესაც, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება, იქ მოხდება," - აღნიშნა ცაციაშვილმა.