ხმის მიცემის პროცესი შეწყდა - მთელი ქვეყნის მასშტაბით, 20:00 საათზე საარჩევნო უბნები უნდა დაიკეტოს, თუმცა გარკვეული უბნები ჯერ დახურული არ არის.
ბოლო ამომრჩევლის ხმის მიცემის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია დალუქავს საარჩევნო ყუთს და უფლების მქონე პირების გარდა, ყველა იქ მყოფი ადამიანი დატოვებს შენობას, რის შემდეგაც იწყება ხმის დათვლის პროცესი.
საქართველო მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევს, რომელშიც 120 დეპუტატი პროპორციული სიით, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით იქნება.