ზუგდიდში “ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი შენგელიას განცხადებით, არჩევნებში მმართველი პარტია პირველივე ტურში იმარჯვებს.
როგორც შენგელიამ ჟურნალისტებს უთხრა, ორი ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის თანახმად, "ქართულმა ოცნებამ" 55% და 52% მოიპოვა.
რაც შეეხება ზუგდიდს, შენგელია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, თუმცა ისინი საბოლოო შედეგების მოლოდინში არიან.
"მე მოვუწოდებ თითოეულ პარტიას, მივცეთ კომისიას შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში იმუშაონ, დათვალონ ხმები და შემდეგ გამოქვეყნდეს საბოლოო შედეგები, რის საფუძველზეც კიდევ ერთხელ დამტკიცდება ის, რომ ჩვენმა გუნდმა პირველივე ტურში გაიმარჯვა", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.