19 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
უსკოს არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია - ხმების 48,3%-ით "ოცნება" ლიდერობს, მეორე ადგილზე კი "ნაცმოძრაობაა" 34%-ით

31 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 5% ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ: "ქართულმა ოცნებამ“ და საარჩევნო ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიამ“.

"დათვლილია 106 პროპორციული და 118 მაჟორიტარული უბანი. ყველაზე მეტი უბანი დათვლილია ქობულეთის 29 ოლქში.

უსკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნესტან ნაკაშიძე აცხადებს, რომ პირველადი მონაცემებით ლიდერობს "ქართული ოცნება".

"პირველადი მონაცემებით ლიდერობს "ქართული ოცნება"-ხმების 48,3% -ით, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა 34%-ით. სხვა ვერცერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ გადალახა ბარიერი,"- განაცხადა ნესტან ნაკაშიძემ.

ბათუმში ათობით უბანზე ამ დრომდე მიმდინარეობს ხმების დათვლა, ხმაური იყო 53-ე უბანზე სადაც კონფლიქტი ბიულეტინების მეტობამ გამოიწვია.

ამ ყველაფერს კი კომისიის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა.

დღის ამბები