მარნეულის მე-18 საარჩევნო უბნის ოქმის გაქრობის საქმეზე სამართალდამცავებმა მოკვლევა დაიწყეს. მარნეულში ამომრჩევლის თითქმის 50-მა პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
ამ შემთხვევებიც, წინასწარი ინფორმაციით, მნიშვნელოვანი უპირატესობა "ქართულ ოცნებას" აქვს.
ზაურ დარგალს 56 % აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს აზერ სულეიმანოვს -თითქმის 33%.
პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ევროპული საქართველოდან” აჰმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გააყალბა.
"გუშინდელი არჩევნები არ იყო არჩევნები -ივანიშვილმა ჩაატარა სპეცოპერაცია და გაიტაცეს ოქმები, რომელზეც პასუხი ჯერ კიდევ არაა, სად გაქრა ოქმი. ყველა უბანზე გაიმარჯვა ოპოზიციამ, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ის ციფრები დაეწერა, რომელიც უნდოდა,"- განაცხადა აჰმედ იმამკულიევმა.
პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის” მურად მურადოვი აცხადებს, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქზე დარღვევები იყო.
როგორც მურადოვი ამბობს, იყო არჩევნების გაყალბების მცდელობებიც.