19 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
"ქართული ოცნება" - 48.05%, "ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია" - 27.07% - 15:00 საათის მონაცემებით დათვლილია 97.09%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები განახლდა. 15:00 საათის მონაცემებით, 3847 უბნიდან დათვლილია 3535 უბანი, რაც 97.09%-ს შეადგენს.

განახლებული მონაცემებით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 48.05%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 27.07%

"ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 3.79%

"ლელო - მამუკა ხაზარაძე" - 3.17 %

"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 3.18%

საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" - 3.15%

"გირჩი" - 2.92%

"ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" -1.34%

"შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია" -1%

დღის ამბები