19 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
პარტიების ნაწილი დღესვეა მზად, არ შევიდნენ პარლამენტში - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიციური სპექტრი არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებს.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა ოპოზიცია კვირას ერთობლივ აქციას გეგმავს.

"ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ყველაფერი არჩევნების გარდა. ასეთ არჩევნებს ატარებდა ასლან აბაშიძე. საზოგადოებრივი პროტესტი არის ძალიან მაღალი. სამოქმედო გეგმა ეტაპრობრივად ეცოდინება საზოგადოებას. კვირას გაიმართება დიდი საპროტესტო ოპოზიციური აქცია. 

რაც შეეხება პარტიებს, ვინც გავიდნენ, ნაწილი დღესვეა მზად, რომ პარლამენტში არ შევიდნენ. პარტიებმა მაქსიმუმ ერთი დღე აიღეს, რომ შიდა კონსულტაციები ჩატარდეს. თუმცა უმეტესობა აქეთკენ იხრება და ივანიშვილი უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო, როგორც თურქმენბაში.

ევროპული საქართველო ვთვლით, რომ ეს არჩევნები არ იყო და არ ვცნობთ არჩევნებს. მე თუ მკითხავთ, ამ პარლამენტში არ შევიდოდი, მაგრამ ეს უნდა ვკითხოთ იმ ხუთ ადამიანსაც, ვინც პარლამენტში შედის.

საბოლოო შედეგსაც გაგაცნობთ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, თუ ეს არჩევნები ივანიშვილი გადააყლაპა საზოგადოებას ჩვენ შეგვრჩება 3030-მდე კი არა, ბრეჟნევი იქნება მოსაგონი იმდენი ხანი იქნება ეს ხელისუფლება.

ლეგიტიმაციის პრობლემა ამ პარლამენტს ნამდვილად აქვს. ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნაც არის, რომ ეს არჩევნები ხალხის ნებას ამცდარია, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ვცნობთ," -განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები