"რუსთავი 2-ის" მიერ ყველა ძირითადი საარჩევნო სუბიექტის საქმიანობის გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო" - ასე აფასებს ეუთო/ოდირი წინასწარ დასკვნაში ტელეკომპანიის მიერ არჩევნების გაშუქებას.
წინასწარი შეფასების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია უაღრესად პოლარიზებული იყო.
სადამკვირვებლო მისია მედიის მუშაობის შეჯამებისას აცხადებს, რომ ანალიტიკური ჟურნალისტიკა და პოლიტიკიდან გამომდინარე დისკუსია ნაკლებად ფიქსირდებოდა, რაც საერთაშორისო სადამკვირებლო მისიის შეფასებით, ხელს უშლიდა ამომრჩევლების მიერ სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.