05 სექტემბერი 2026,   02:27
ვრცლად
ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვისას ენმ-ს წარმომადგენელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის დროს სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 23 საჩივარი შევიდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ეტაპზე უკვე განხილულია 14 საჩივარი, დანარჩენს პასუხი წერილობით გაეცემა, ნაწილს კი პროცედურული შეუსაბამობის გამო არ განიხილავენ. რაც შეეხება  "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის პრეტენზიებს  სალომე როდონაია უსაფუძვლოს უწოდებს.

დღის ამბები