სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ნიკა მელიას გირაოს სახით 70 000 ლარი შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა - მას საზღვრის კვეთაზე საგამოძიებო ორგანოსგან თანხმობა დასჭირდება.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.