19 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ICCA 59-ე კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტაივანში გამართულ საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ICCA 59-ე ონლაინ კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვან ღონისძიებაზე, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში გაიმართა, 100-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

საქართველოდან კონგრესში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან მოლაპარაკებები გამართეს.

საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გეგმების შემუშავებას და დარგის კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანას.
საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია ICCA შეხვედრების ინდუსტრიის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციაა და საქართველო ყოველწლიურ კონგრესზე მესამედ არის წარმოდგენილი.

საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 2016 წელს შეიქმნა. ბიუროს მიზანია, საქართველოში სხვადასხვა შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიების მოზიდვა და ხელშეწყობა, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

დღის ამბები