"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისნის საოლქო კომისიასთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, შენობას აბრა ჩამოხსნა, რამაც მცირე ინციდენტი გამოიწვია. პირი პოლიციელებმა ადგილიდან განარიდეს. ამ ეტაპისთვის ვითარება განმუხტულია, თუმცა საპროტესტო აქცია გრძელდება.
ცოტა ხნის წინ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმა ადგილზე მოიტანეს გალია, რაშიც ჩაყარეს ამ კომისიის წევრების სახელები. აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის იმიტირებული ციხეს, სადაც აღმოჩნდებიან ის პირები, ვინც მოიპარეს ამომრჩევლების ხმები. შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა დაყარეს საკენკი.
გარდა ამისა, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დატოვა სხდომა და და განაცხადა, რომ სტრატეგია აღმაშენებლის საჩივრები არ განიხილეს დღევანდელ სხდომაზე.