19 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით გამყარდა

ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით გამყარდა. სხვაობამ 7 ნოემბრის გაცვლით კურსზე თითქმის 4 თეთრი შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი ცოტა ხნის წინ დაადგინა.

ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს ბიზნესასოციაცია.

"ვფიქრობთ, რომ სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება საგანგაშოა და საჭიროებს დროულ ჩარევას. ბოლო პერიოდში ხელისუფლების ძალისხმევით უცხოეთიდან მოზიდული სახსრებით ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის პროგრამებისა და დახმარებების გაწევა და ფინანსური რესურსების მიწოდება, რასაც, თავის მხრივ, ჰქონდა და აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ეკონომიკაზე. შექმნილი ვითარება გვაფიქრებინებს, რომ აუცილებელია მეტი პროფესიული დისკუსია ყველა იმ მხარის ჩართულობით, ვისაც შეუძლია, საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანოს სავალუტო ბაზარზე სიტუაციის გაჯანსაღების საქმეში. შესაბამისად, გამოვთქვამთ მზადყოფნას საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან, ნებისმიერ ფორმატში, პროფესიულ და კვალიფიციურ დონეზე გავაგრძელოთ დიალოგი არსებული მდგომარეობის განსახილველად,"-ვკითხულობთ განცხადებაში.

დღის ამბები