ენმ-ს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მალხაზ ჯალაღონიას ინფორმაციით, ის ბოლო რამდენიმე დღე სახლში, თვითიზოლაციაში იყო, ტესტზე დადებითი პასუხი კი, დღეს მოუვიდა.
ჯალაღონია მკურნალობას სახლში განაგრძობს და თავს შედარებით სტაბილურად გრძნობს. ვირუსი დაუდასტურდა მის მეუღლესაც.
დღეს ზუგდიდში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა დადასტურდა.