19 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ ანა დოლიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ ანა დოლიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა. დიდუბე-ჩუღურეთის მაჟრიტარ-დეპუტატობის კანდიდატის მთავარი მოთხოვნა საარჩევნო უბნებს ხელახლა გახსნა და ბიულეტენების გადათვლა იყო, თუმცა ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ანა დოლიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

"საოლქო კომისია ამბობს, რომ ხან ვერ ითვლიდნენ ბიულეტენებს, იმიტომ რომ ხელზე ხელთათმანები ეცვათ, ხალხი იყო გადაღლილი, ამიტომ ხელი ეშლებოდათ თვლაში და ის ტიპიური არგუმენტები, რომელიც ისმის კრიმინალ თამარ ჟვანიას პირიდან. სინამდვილეში, ფაქტია, რომ არც ერთი უბნის და არც ერთი ყუთის გახსნაზე არ მოდის სასამართლო. ყველა ოქმში, რომელიც წარმოვადგინეთ დღეს და წარმოდგენილი იქნება ორშაბათს, არ ჯდება ციფრები. თითქმის ნახევარი, 104 უბნიდან ჩვენ გვაქვს გასაჩივრებული ნახევარი, დაახლოებით 50. ამას რომ დავუმატოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩანს რომ დაახლოებით 70% უბნებზე არ ჯდება ბალანსი," - განაცხადა ანა დოლიძემ.

საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, საარჩევნო დარღვევებზე "ლელოს" სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. პარტია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში აღმოჩენილი დისბალანსის გამოსწორებას ითხოვს. იდენტურია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელიც, რომელიც ამ შემთხვევაში, საბურთალოს ოლქზე დაფიქსირებულ დარღვევებს ასახავს. 

"ვასაჩივრებთ სიყალბეებს, რაც ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ქართულმა ოცნებამ და შემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციებმა ჩაიდინეს. ჩემს შემთხვევაში, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ 88 უბნის შემაჯამებელ ოქმზე ბალანსი არ ჯდება. საოლქო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არ განეხილა რაღაც ყურით მოთრეული მიზეზით საჩივრები და ვასაჩივრეთ ამ განკარგულებას, რომელიც საოლქო კომისიამ მიიღო," -  განაცხადა ლევან სამუშიამ.

დღის ამბები