11 სექტემბერი 2026,   04:25
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 2901 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი

საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 57 753-ს შეადგენს.

დღეს გამოვლენილი 2 901 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში - 461, იმერეთში - 340, ქვემო ქართლში - 181, შიდა ქართლში - 199, გურიაში - 68, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 369, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 78, სამცხე-ჯავახეთში - 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით, ბოლო 24 საათში 34 ადამიანი გარდაიცვალა. 

მათ შორის, თბილისში - 14 ადამიანი,  აჭარაში - 7, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 3, ქვემო ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680. 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 2 316, აჭარაში - 740. მძიმე პაციენტი გვყავს 641, მათ შორის, თბილისში - 332, აჭარაში - 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი,  მათ შორის, თბილისში - 160, აჭარაში - 92. 2 879 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 - აჭარაში, ხოლო 971 - თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 2 964 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 683, აჭარაში-1 296.

სულ  6 ოქტომბრიდან - 7 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 13 227 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 324 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 5 326 პირი, აჭარაში - 16 226, იმერეთში - 4 305.

დღის ამბები