19 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
პარლამენტთან ოპოზიციონერები შეკრებას განაგრძობენ, აქციაზე ისმის მოწოდებები დისტანციის დაცვის შესახებ

პარლამენტთან ოპოზიციის აქცია იწყება. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები უკვე შეიკრიბნენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, მათ ამ წუთებში უერთდებიან კოლონები, რომლებიც დედაქალაქის რამდენიმე წერტილიდან ერთი საათით ადრე დაიძრნენ.

დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნაა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები.

პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უარს ამბობენ საკუთარ მანდატებზე.

აქციაზე მუდმივად ისმის მოწოდებები, პირბადის გაკეთებასთან და დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით.

დღის ამბები