23 დეკემბერი 2024,   02:16
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. 

"ჩვენ ვდგავართ ადგილზე, სადაც 30 წლის წინ შეუპოვარი ბრძოლით, ერთიანობით, პრინციპულობით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოძერწეს, შეიძინეს, გადმოგვცეს თავისუფლება. ამ თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხის ნება, მოქალაქის არჩევანი. თავისუფალი საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს ძალაუფლებას და არავინ სხვა. დღეს სწორედ ეს 30 წლიანი მონაპოვარი საფრთხეშია," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები