27 ნოემბერი 2026,   22:14
ვრცლად
შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ

თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

სპორტული ქალაქის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა საკმარისი არ არის და ინფრასტრუქტურას სიცოცხლე პროფესიონალებმა უნდა შესძინონ.

შალვა გოგოლაძემ ასევე განაცხადა, რომ 2007 წელს, სპორტის აკადემიამ დამოუკიდებლობის არსებობა შეწყვიტა, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სპორტის უნივერსიტეტი დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად აღდგა:

"ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს. აქ აღიზარდა არაერთი თაობა, რომელმაც საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე სახელი გაუთქვა. სამწუხაროდ, 2007 წელს სპორტის აკადემიამ დამოუკიდებლობის არსებობა შეწყვიტა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, პარტიის დღევანდელი საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სპორტის უნივერსიტეტი დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად აღდგა, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მხოლოდ თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა საკმარისი არ არის. ამ ინფრასტრუქტურას სიცოცხლე პროფესიონალებმა უნდა შესძინონ - ადამიანებმა, რომლებსაც ჩვენი შვილების აღზრდასა და მომავალი ჩემპიონების მომზადებას მივანდობთ. სწორედ ამიტომ, ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა სპორტის უნივერსიტეტს ეკისრება,"- განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

დღის ამბები