27 ნოემბერი 2026,   22:25
ვრცლად
ლაგოდეხში პროექტის, "გმირის დღის" ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

 

ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, წმინდა არჩილ მეფის ცხოვრებისა და ღვაწლის, ასევე ლაგოდეხთან მისი ისტორიული კავშირის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, კომისიის მდივანმა, პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა, პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

ღონისძიებაზე აღინიშნა პროექტის, „გმირის დღის“ მნიშვნელობა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების, ეროვნული გმირების ღვაწლის წარმოჩენისა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების საკითხში.

დღის ამბები