23 დეკემბერი 2024,   02:29
ვრცლად
მათი უფლებაა, აბსურდული მოთხოვნები დააყენონ აქციებზე, თუმცა ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ - გაგა კახიანი

"ქართული ოცნების" წევრი გაგა კახიანი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მყოფ ოპოზიციურ სპექტრსა და მათ მხარდამჭერებს აქციის ჩატარებისა და ასევე აბსურდული მოთხოვნების წაყენების უფლება აქვთ, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამას სერიოზულად არ უყურებს. გაგა კახიანი იმედს იტოვებს, რომ ოპოზიცია საკუთარი პოზიციის აბსურდულობას გააცნობიერებს.

"მათი უფლებაა, რომ კანონის ფარგლებში, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მათ მოაწყონ შესაბამისი საპროტესტო აქციები და მათი უფლებაა, რომ აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე, თუმცა ბუნებრივია, ახლა ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ.

მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ისინი თავად გაათვითცნობიერებენ თავისი პოზიციების აბსურდულობას. მაშინ, როდესაც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა და კარგად ვიცით, რომ იყო მცდელობები, რომ რაიონებიდან ჩამოეყვანათ ხალხი. მოახერხა მხოლოდ ის, რომ დაახლოებით ალბათ 6 000 ადამიანი არის იქ შეკრებილი. ეს ერთ რამეზე მეტყველებს, პირველი ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერანაირად ვერ იზიარებს იმას, რომ არჩევნები შეიძლებოდა გაყალბებულიყო და მეორეც ის, რომ არავის საქართველოში არ უნდა არეულობა და დესტაბილიზაცია," - განაცხადა გაგა კახიანმა.

დღის ამბები