ცესკოს შენობასთან დამატებითი საპოლიციო ძალები განლაგდა. ასევე, ადგილზეა სპეციალური ტექნიკა, რომელიც განლაგდა იმ ღობესთან, საიდანაც აქციის მონაწილეებს შეჭრა სურთ.
ადგილზე აქციის მონაწილეების რაოდენობამაც მოიმატა.
ცესკოსთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა, საპასუხოდ, პოლიციის მიმართულებით ქვები ისროლეს.
დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა. ასევე, დაზიანდა "რუსთავი 2-ის" კამერა და ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო ოპერატორმა.
ფოტოების ავტორი:ნიკოლოზ ურუშაძე