19 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
არ შეიძლება კორონავირუსის თაობა იყოს გაუნათლებელი, არ უნდა გაჩერდეს სწავლის პროცესი - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშველოვანია ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს, თუმცა არ უნდა გაჩერდეს ეკონომიკა და სწავლის პროცესი.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ეკონომიკის გაჩერება ქვეყნისთვის მძიმე იქნება.

"ჩვენ რომ გაზაფხულზე სერიოზულად დავაგდეთ  მობილობა, ამან გაზაფხული გადაგვატანინა მშვიდად. თითქმის ყველა ქვეყანა დღეს უკვე აკეთებს ძალიან სერიოზულ წერტილოვან შეზღუდვებს, მაგრამ დიდი, ე.წ. გლობალური მასშტაბური ლოქდაუნი არავის არ აქვს. ზოგმა სრულად დაკეტა რესტორნები, კაფე-ბარები, ვისაც შეუძლია ეკონომიკურად ამის "გაქაჩვა". მაგრამ ეკონომიკის გაჩერება დღეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე, ამიტომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ერთის მხრივ არ გავაჩეროთ ეკონომიური აქტივობა, არ გავაჩეროთ სწავლა, დისტანციურზე აქტიურად უნდა იყოს გადასული და არის კიდეც, მაგრამ უკვე დამკვიდრდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ასეთი თეზა - ყველაზე გვიან იკეტება სასწავლებლები და ყველაზე ადრე იხსნება სასწავლებლები, არ შეიძლება  კორონავირუსის თაობა იყოს გაუნათლებელი. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ერთის მხრივ არ გავაჩეროთ ეკონომიკა და მეორეს მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, ანუ ვმართოთ პანდემია,"  - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები