რუსთაველზე, საპროტესტო აქციისას დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ნოდარ რუხაძეს, ლექსო მაჭავარიანსა და გიორგი მჟავანაძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან "სირცხვილია" აქტივისტები, ისინი ვინც აქციაზეც ადამიანების ფაქტს შეესწრნენ.
აქტივისტები და ადვოკატები გიორგი მჟავანაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ, რომელიც მათივე მტკიცებით, დაკავების შემდეგ მოხდა პოლიციელების მხრიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ცნობილია, რომ გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყო.
"გუშინ, მათი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებოდა, ეს იყო უბრალოდ პრევენციული ღონისძიება შსს-ს მხრიდან, რადგან ის მუხტი, რომელიც აქციაზე იყო როგორმე შეეფერხებინათ. მჟავანაძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება გუშინვე დაიწყო. ეს იყო ცუდი ფაქტი და დანაშაული, რადგანაც ადგილი ჰქონდა მის მიმართ ძალადობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში პოლიციელების მხრიდან," - აცხადებს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
დაკავებულების საქმეს ეცნობა სახალხო დამცველის აპარატიც.
"ჩემი შეხედვით ყველა დაკავებული ნორმალურ მდგომარეობაში იყო, მათ ყველას ვუთხარი რომ თუ გადაიყვანდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში მათთან ექიმი მივიდოდა. დაზიანება რამდენიმე მათგანს ხელბორკილების გამო ჰქონდა,"- აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ.