ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ პროტესტი გრძელდება, თუმცა უამინდობის გამო გამოსვლები აღარ იქნება. მათი თქმით, ძლიერი წვიმის გამო შესაძლოა გახმოვანების აპარატურა დაზიანდეს, ამდენად აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშლილ კარვებში შეაფარებენ თავს.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვს.