17 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ბაქო ზეიმობს, ერევანი გლოვობს - ყარაბაღში რუსული და თურქული სამშვიდობო ჯარები ჩადგება

ხუთკვირიანი ომი დასრულებულია. სამხრეთ კავკასიაში რუსული და თურქული სამშვიდობო ჯარები ჩადგება.

რუსული ჯარი ყარაბაღში სამხედრო თვითმფრინავებით, "ილ 76-ით" გადაჰყავთ.  ასეთი სულ 22 რეისი შესრულდება.

რაც შეეხება თურქეთს, მოსკოვის არცერთ განცხადებაში არ არის ნახსენები კონფლიქტის ზონაში ანკარის როლის შესახებ, თუმცა ალიევი და ერდოღანი აქტიურად განიხილავენ რეგიონში რუსულ-თურქული სამშვიდობო ცენტრის შექმნას.

ბაქო ზეიმობს, ერევანი გლოვობს. სომხეთის დედაქალაქის ცენტრში გამოსული ათასობით ადამიანი, ძირითადად მამაკაცები, გუშინ ფაშინიანის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს აპროტესტებს. "სად იყავით, როდესაც მოხალისეებს ვეძებდით" - ასეთი იყო პრემიერ-მინისტრის პასუხი იმ ადამიანების ქმედებებზე, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და სამთავრობო შენობებში შეცვივდნენ.

2020 წელი სტატუსკვო ყარაბაღში ასეთი გახდა: ყარაბაღის დიდი ნაწილი აზერბაიჯანს უბრუნდება, სომხეთს რჩება ლაჩინის დერეფანი და შემოვლითი გზა, რომელიც სტეპანაკერტამდე უნდა მივიდეს.

დღის ამბები