ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები დაამტკიცეს.
სხდომა თელავის #17 საოლქო-საარჩევნო კომისიაში გაიმართა. სხდომა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დატოვეს.
მათი განმარტებით, ოქმები ხელით არის გადასწორებული და ხელახალი გადათვლა შედეგებზე გავლენას მოახდენს. სწორედ ამიტომ, გაყალბებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელს არ მოაწერენ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს კომისიის თავმჯდომარეს. რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ოქმები ყველა წესის დაცვით შედგა და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.
არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა.
საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.