23 დეკემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ბოლო ჩახმახი, თითქმის მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო - რატომ დასჭირდა გრიგოლ ვაშაძეს ორაზროვანი განცხადების გამოქვეყნება

ქვეყნის ნომერ პირველი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ "ღამის კურიერში" ექსკლუზიური ინტერვიუს დროს განმარტა, რომ მისი სკანდალური განცხადების გაკეთების მოტივი იყო ის, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა. 

"ამ განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ,"- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. 

არიან თუ არა ამ ეტაპზე ოპოზიციასა და ხელისუფლების წევრებს შორის მოლაპარაკებებისთვის შუამავლები, ამაზე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ უკვე ეს აღარ იცის, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ აქამდე ყველაფერი მომზადებული იყო. 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები