"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარე, გუშინდელი ორი სკანდალური განცხადების შემდეგ, დუმილს "ღამის კურიერში" არღვევს.
გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების შემდეგ შექმნილ კრიზისზე და გამოსავლის გზებზეც ისაუბრა. "ვაცადოთ მოლაპარაკებები"- ეს მისი უმთავრესი გზავნილია, რომელსაც მთლიანად ოპოზიციურ ფლანგს უგზავნის.
როგორ იზომება ორ რადიკალურად განსხვავებულ ძალას შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულება? - ამ კითხვაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს თავისი მოსაზრებები აქვს, თუმცა, ამავდროულად ამბობს, რომ მას ორი მხარისთვის შესათავაზებელი ზუსტი რეცეპტი არ აქვს.
გრიგოლ ვაშაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა რომ ს აქართველოში, პოლიტიკური მოვლენიდან პოლიტიკურ მოვლენამდე დასტურდება, რომ საზოგადოება "უმწიფარია":
"ყველა გადაცდენასა და დანაშაულს სახელი გვარი და მისამართი აქვს, მაგრამ პოლიტიკური მოვლენიდან პოლიტიკურ მოვლენამდე, ჩვენ ვადასტურებთ რომ უმწიფარი საზოგადოება ვართ, როდესაც გინდა დემოკრატიული სახელმწიფოების დახურულ კლუბში შესვლა, შესაძლოა, არჩევნები ყოველ ჯერზე გადაიქცეს კატეგორიულ კატასტროფად. ერთპარტიული პარლამენტი, ასე თუ ისე, პარალიზებული იქნება.
ემუქრებათ თუ არა პოლიტიკური რუკიდან გაქრობა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ახლა პარლამენტში არ შევლენ, ხალხს საერთოდ არ ადარდებს, ზოგი თავისით წავა, კი, მაგრამ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ უკიდურეს გაღიზიანებას ვიწვევთ საზოგადოებაში.
2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რომელიც ჩემი აზრით, ყველაფერთან ერთად, მათ შორის იმასთან, რომ დანგრეული და გაპარტახებული ქვეყანა, საიდანაც მარტო ელექტრონული მისამართი იყო დარჩენილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გადააქცია ფუნქციონირებად სახელმწიფოდ, ყველაზე დიდი მიღწევა მაინც 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება იყო. საქართველოს მოქალაქე ხედავს რომ რევოლუციის ტალღის გარეშე ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია.
მე პირადად დავიღალე, რადგან მოქალაქეს ველაპარაკები და და მეუბნებიან, ხმას მოგცემთ, მაგრამ დაიცავთო? დავიღალე იმით, რომ ამ ადამიანებს პირადად მე ვატყუებ 2017 წლიდან, აღარ შემიძლია ამის მოთმენა, ამისთვის საჭიროა მარტო დარჩენა, ამას ხმამაღლა ვამბობ.
ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს და არ მაქვს პრობლემა ყველას დავუპირისპირდე. თუ აღმოჩნდა რომ მე უმცირესობაში ვარ, მაშინ მოხდება ეს. არ მაქვს მარტო დარჩენის პრობლემა. მე მათ არ ვეთანხმები იმაში, რომ 32 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი აღდგენილი დამოუკიდებლობა არსებობს, ვერ ისწავლა პირობითად, საქართველოს ორმა მოქალაქემ ერთმანეთთან საუბარი,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.