19 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ მკაცრი ლოკდაუნი სიტუაციას სწრაფად დაარეგულირებს- ინფიცირების მაჩვენებელი 3000-ს უახლოვდება

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის მაღალი მაჩვენებლების შემცირება მკაცრი რეგულაციებით უფრო მარტივი მისაღწევია. თენგიზ ცერცვაძე "კურიერის" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ვირუსის მაღალი მაჩვენებლები სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას, ჯანდაცვის სისტემას და კლინიკურ სექტორს. ლოკდაუნზე უარის შემთხვევაში ინფექციონისტის რეკომენდაციაა, რომ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია მოხდეს და კიდევ უფრო მეტად შესრულდეს რეკომენდაციები. 

საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი 3000-ს უახლოვდება. მზარდია დინამიკა ყველა დიდ ქალაქში. მათ შორის თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში სულ 16 158 პაციენტი მკურნალობს, მათგან 308-ის ჯანმრთელობა კრიტიკულია. 

კოვიდინფექციით დღეს პირველად 45 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის არის 73 წლის კაცი. "კურიერის" ინფორმაციით, ინფიცირებული, რომელიც ბინაზე მკურნალობდა და ონკოპაციენტი იყო. ვირუსის დადასტურებიდან 2 დღეში გარდაიცვალა 62 წლის ქალიც. პაციენტმა გვიან გაარკვია, რომ ინფიცირებული იყო და მკურნალობის დაწყებაც დაგვიანდა. 

კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ორ ფეხბურთელს. 

მთავარი რეკომენდაციები უცვლელია - პირბადე, დისტანცია და ჰიგიენური წესების დაცვა. 

 

 

დღის ამბები