19 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
დიალოგის თემა იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, გაყალბებული არჩევნები და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება - გიგი უგულავა

შედგება თუ არა საბოლოოდ მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

ოპოზიციის ლიდერები ასახელებენ კონკრეტულ თემებს რომელზეც სასაუბროდ მზად არიან მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

საუბარია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებზე.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზადყოფნა ყველა პარტიამ გამოთქვა.

​"ისინი არ საუბრობენ შინაარსზე და მე, ჯერჯერობით, მეჩვენება, რომ ისინი ამ სიტყვას საერთაშორისო პარტნიორებისთვის ამბობენ. დიალოგისთვის მზადყოფნა ყველა პარტიამ გამოთქვა. დიალოგის თემა იქნება: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, გაყალბებული არჩევნები და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება. თუ ამაზე იქნება თანხმობა მზად ვართ დიალოგისთვის,"- აღნიშნა გიგი უგულავამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ დიალოგისთვის ოპოზიცია მზად არის.

"თუ მოლაპარაკებები ვერ შედგება, პროტესტები გაგრძელდება. მოლაპარაკებაზე ჩვენ ყოველთვის თანახმა ვიყავით. ჩვენი მხრიდან, იქნება კონკრეტული თემები, რაზეც უნდა იყოს დიალოგი,"- აღნიშნა კობა ნაყოფიამ. 

დღის ამბები