19 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
კომპანია "ქართული სახლის" ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია-მსვლელობა გამართეს

ჭავჭავაძის გამზირზე აქცია-მსვლელობა გაიმართა. ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ქართული სახლის" ყოფილი თანამშრომლები ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "კარფურის" მიმდებარედ შეიკრიბნენ.

ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანიამ ხელფასის გადახდა დააგვიანა, რის შემდეგაც ისინი კანონიერად გაიფიცნენ, მედიაციის პერიოდში კი ხელმძღვანელობამ თანამშრომლები სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა.

დღის ამბები