19 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
"ამტელ ჰოსპიტალში" კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა - კლინიკაში 15 მძიმე პაციენტი რჩება

საქართველოში 17 643 პაციენტი ამ დრომდე კორონავირუსს ებრძვის. ისინი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კოვიდმიმღებ კლინიკებსა და სასტუმროებში არიან გადანაწილებულნი. მათგან 633-ის მდგომარეობა მძიმეა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელსაც ტრადიციულად პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. 2 ლეტალური შემთხვევა "ამტელ ჰოსპიტალში" დაფიქსირდა:

"24 საათის განმავლობაში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ერთი მამაკაცი 60 წლის, რომელსაც აღენიშნებოდა კოვიდინფექცია გართულებული ორმხრივი პნევმონიით დისტრეს სინდრომით, ამ პაციენტს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა. ხოლო მეორე ქალბატონი 58 წლის, ასევე გართულებული ორმხრივი პნევმონიით, თანმხლები დაავადება ჰქონდა გულის მანკი, გულის უკმარისობა. მამაკაცი მკურნალობდა კლინიკაში 3 დღის განმავლობაში, მდგომარეობის დასტაბილურება ვერ მოხერხდა, თავიდანვე მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, ხოლო ქალბატონი დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში მკურნალობდა ჩვენს კლინიკაში. ამ ეტაპისთვის კლინიკაში არის 15 მძიმე პაციენტი, აქედან 6 არის მართვით სუნთქვაზე," - განაცხადა "ამტელ ჰოსპიტალის" კლინიკურმა დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა.

დღის ამბები