პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. განიხილეს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვაში არსებული გამოწვევები. ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად.
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების მკურნალობას ბინაზე – ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები.