09 მაისი 2024,   00:00
ვრცლად
ბოლოს გახსნილი ცეცხლი შუშაში - სომხურ მედიაში რუს სამშვიდობოებთან ახლოს დახოცილი სამხედროების კადრები გავრცელდა

ბოლოს გახსნილი ცეცხლი შუშაში და გარდაცვლილი სამხედროები - რუს სამშვიდობოებთან ახლოს დახოცილი სამხედროების კადრები ფრონტის ხაზიდან დღეს სომხურმა მედიამ გაავრცელა.

მთიან ყარაბაღში მოსახლეობამ უკანასკნელად ილოცა. ეს ის ერთ-ერთი რეგიონია, რომლის დატოვებაც ადგილობრივებს იმ შეთანხმების თანახმად უწევთ, რომელსაც ხელი ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერეს. ქელბაჯარის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დასატოვებლად 2 დღე დარჩა. თითქმის ყველა მათგანი წასვლამდე ისევ საკუთარ სახლებს წვავს.

აზერბაიჯანელი სამხედროები კი იმავე ქელბაჯარის რეგიონში გამარჯვებას ზეიმობენ. პარალელურად ორივე დაპირისპირებული მხარე ომის დროს დაღუპულ სამხედროთა დაკრძალვის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. ეს მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში ერთმანეთს ბრძოლის ველზე დაღუპულთა ცხედრები გადასცეს.

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენებმა კი სამშვიდობო ძალების კოლონა სომხეთის ერებუნის სამხედრო ბაზიდან მთიანი ყარაბაღისკენ გაატარეს. რუსმა სამშვიდობოებმა სულ 10 სადამკვირვებლო პუნქტი ჩადგეს ყარაბაღში და აიღეს კონტროლი ე.წ. ლაჩინის დერეფანში, რომელიც მთიან რეგიონს სომხეთთან აკავშირებს. ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეთანხმებიდან, რომელსაც ხელს სომხეთის პრემიერი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტთან ერთად აწერს, უკვე მეოთხე დღეა მოქმედებს.  

დღის ამბები