19 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობს - ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს და ხვალ დამატებითი კონსულტაციები გაიმართება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სრული ლოკდაუნი - ისეთი, როგორიც იყო ჩინეთში, უხანის პროვინციაში, არ განიხილება, თუმცა შეზღუდვები საქართველოში კიდევ უფრო გამკაცრდება. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ამაზე საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს. 

"ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა, კიდევ დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს, ხვალ კიდევ და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები