აზერბაიჯანის პრეზიდენტი ყარაბაღში იმყოფება, სომხეთის პრეზიდენტი კი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს - მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებიდან 1 კვირა გავიდა.
აზერბაიჯანელი მოსახლეობა ილჰამ ალიევთან ერთად ფიზულის რაიონში გამარჯვებას ზეიმობს.
სომეხი ხალხი კი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
ამ ფონზე რუსეთი საკუთარი სამხედროების ყარაბაღში გაგზავნას აგრძელებს.
უკვე აშენდა ლაჩინის რაიონში მათი საგუშაგოები. დღის ბოლოს თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნის ნებართვა გასცა.
კანონპროექტის მიხედვით, თურქი სამხედროები ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში, რომელიც მთიან ყარაბაღში განთავსდება.
ავტორი:ლიკა ალელიშვილი