19 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
იქნება მეტი ამერიკა საქართველოში - პრეზიდენტი

პრემიერ-მინისტრამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ მოლაპარაკება ათონელის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. 

"ეს იყო შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ახლოს ვართ ამერიკა და საქართველო, რამდენად მყარია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის, ამ რეგიონისთვის, მით უმეტეს დღეს, როცა ამ რეგიონში ცვლილებები მიმდინარეობს.

ამ რიგში, რომ ჩასვლა საქართველო ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას. მე ამისთვის მადლობა გადავუხადე. მნიშვნელოვანია ასევე კოვიდის კრიზისის ფონზე ამერიკამ კიდევ ერთხელ განაახლა მისი მხარდაჭერა ეკონომიურად და სამომავლოდ, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და მივიღოთ ის ვაქცინები, რომელიც დაგვჭირდება, როგორც კი გამოვა და ამის საშუალება მოგვეცემა.

ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ სტრატეგიულად, ამერიკა ამ რეგიონში არის ჩვენი მხარდამჭერი და იცის რომ საჭიროა, უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ რეგიონში. მისი განცხადებები, რაც მოვისმინეთ დღეს ყარაბაღის შესახებ და ჰუმანიტარული დახმარება არის ნიშანი იმის, რომ ამ სამშვიდობო პროცესში იქნება ამერიკა ჩართული და ეს გაიმეორა სახელმწიფო მდივანმა და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიები, ამის მიმართ კიდევ ერთხელ გაამყარა ამერიკამ თავისი პოზიცია, თავისი მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მზადყოფნა იმისთვის, რომ აქაც სამშვიდობო პროცესი, მოლაპარაკებები იყოს განახლებული და გაძლიერებული, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ იქნება მეტი ამერიკა საქართველოში, რეგიონში და საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მყარი საყრდენი ამ რეგიონში," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


 


დღის ამბები