19 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმდებარედ არსებული მაღაზიები იკეტება და პოლიციას მოქალაქეები ტერიტორიიდან გაჰყავს

წერეთლის გამზირზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თავდამსხმელია შეჭრილი და მას მძევლები ჰყავს აყვანილი, იკეტება მიმდებარედ არსებული მაღაზია. სამართალდამცველებს, ადამიანები რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში არიან დასაქმებული, ტერიტორიიდან გაჰყავთ.

წერეთლის გამზირზე, ამ დროისთვის დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. მათ გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი და მოქალაქეებს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდებარე კორპუსებში ცხოვრობენ, გადაადგილების საშუალება დროებით შეზღუდული აქვთ.

ამ დრომდე უცნობია, რა მოთხოვნები აქვს თავდამსხმელს.

საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი თავდამსხმელია შეჭრილი და მას 9 მძევალი ჰყავს აყვანილი. 

დღის ამბები