19 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
COVID-19-ის მზარდი სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევები უკვე 100 ათასს აღწევს

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები უკვე 100 ათასს აღწევს. მარტო დღეს, კორონავირუსს კიდევ 41 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულებს შორის არის თენგიზ ცერცვაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ასაკიდან და ქრონიკული დაავადებებიდან გამომდინარე, მას განსაკუთრებული მეთვალყურეობა ესაჭიროება. მთავარი ინფექციონისტი მაღალი ტემპერატურით და ორმხრივი პნევმონიით, როგორც პაციენტი, მისსავე კლინიკაში გადის მკურნალობას.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი, ლაზარე სამადბეგიშვილი დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა. სინოდის წევრი ონკოპაციენტი იყო და მას რამდენიმე კვირით ადრე გერმანიაში რთული ოპერაცია ჩაუტარდა.

კორონავირუსით დღეს 23 წლის გოგო გარდაიცვალა. პაციენტი სახლში გადიოდა მკურნალობას. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ იგი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დღეს ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებდა, COVID-19  4000-ზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. 

დღის ამბები