ქუთაისში 130 საარჩევნო უბანი, მათ შორის - 7 სპეცუბანი 8 საათზე გაიხსნა.
პირველი ამომრჩეველი უკვე მივიდა 28-ე საარჩევნო უბანზე. ლილე ლევიძის განცხადებით, აუცილებელია ყველა მოქალაქემ დაიცვას საკუთარი ხმა საარჩევნო უბნებზე, მისი თქმით, მან არჩევანი სახელმწიფოს განვითარების პროცესის სასარგებლოდ გააკეთა.
ქუთაისის მასშტაბით სულ 154 928 ამომრჩეველია რეგისტრირებული.