11 სექტემბერი 2026,   01:35
ვრცლად
ზუგდიდში ორ საათში ამომრჩეველთა აქტივობა 4,64%-ს შეადგენს

ზუგდიდში ორ საათში ამომრჩეველთა აქტივობა 4,64%-ია, რაც ამავე პირველი ტურის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით, 2%-ით ნაკლებია.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, 120 255 ამომრჩევლიდან ათი საათისთვის ხმა 5 577-მა პირმა მისცა.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პროცედურული საჩივარია დაწერილი.

დღის ამბები