65 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ჯანელიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.ფედერაციის ცნობით, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
"65 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ღირსების ორდენის კავალერი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გელა ჯანელიძე. სამწუხაროდ იგი კორონავირუსმა იმსხვერპლა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს," - ნათქვამია განცხადებაში.