ახმეტის მუნიციპალიტეტში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა სოფელ ოჟიოში მოხდა. ხანძრის დროს სრულად განადგურდა შენობის მეორე სართული და საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე პირველი სართულის ნაწილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, აალება სავარაუდოდ გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ორი მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მდგომარეობას შეისწავლიან და დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.