19 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
"ნამცეცას და გულივერას თავგადასავალი" - რეჟისორმა გიორგი მეგრელიშვილმა ამ სახელწოდებით ფილმის გადაღებები თბილისში დაიწყო

"ნამცეცას და გულივერას თავგადასავალი" - ამ სახელწოდებით რეჟისორმა გიორგი მეგრელიშვილმა ფილმის გადაღებები თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყო.

ფილმში მოქმედება თეთრი ბრილიანტის ირგვლივ ვითარდება, რეჟისორისთვის ინსპირაცია საქართველოში მცხოვრები მოყვარული მსახიობი ინდოელი საჩინ მუგრაია.

ფილმში 6 პერსონაჟი მონაწილეობს, მთავარ როლს კი საჩინ მუგრაი და მალხაზ ასოევი ასრულებენ.

"ნამცეცას და გულივერას თავგადასავალი", როგორც ქართველი ასევე უცხოელი მაყურებლისთვისაა გათვლილი, რომლის გადაღებებსაც რეჟისორი საკუთარი სახსრებით და მეგობრების დახმარებით ახორციელებს.

დღის ამბები