19 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
მკაცრად არის მოსათხოვი, რომ მრევლმა დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების რეკომენდაციები დაიცვას - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

კორონავირუსის გავრცელების ზრდის პარალელურად, სასულიერო პირები რეკომენდაციების გამკაცრებაზე საუბრობენ. მათი განმარტებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა, რეკომენდაციების დაცვა კიდევ უფრო გამკაცრდება.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ახალი რეგულაციების შესაბამისად, ზომები მკაცრდებოდა ეკლესიებში, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

"თქვენ ნახეთ, რომ გასულ გაზაფხულზე რეკომენდაციების კვალდაკვალ ეკლესიაც ამკაცრებდა ზომებს და შესაბამისად იქნება ახლაც. შემდეგი ნაბიჯები რა იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ რეკომენდაციები გაცემული არის, რომ დაცული იყოს დისტანცია,პირბადეს ხმარობდეს მომსვლელი ადამიანი. მკაცრად არის მოსათხოვი, რომ ეს იყოს დაცული,"-განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები