19 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
საპატრიარქოს პოზიციაა, რომ საზღვარი ისე უნდა გაივლოს, ჩვენი სიწმინდეები მოხვდეს ჩვენს ტერიტორიაზე - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების დაკავების საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეკლესიის ინტერესებში სიწმინდეების საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრაა და სხვა ინტერესი ამ საკითხის მიმართ არ აქვთ. 

მისივე თქმით, სხვა საკითხები გამოძიებასთან უნდა გაირკვეს. 

"ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე. ამას თანმდევი რა მოჰყვება, ეს ჩვენი საკითხი არ არის. 

საპატრიარქოს პოზიცია არის, რომ საზღვარი ისე უნდა გაივლოს, რაც ჩვენი სიწმინდეებია, ის მოხვდეს ჩვენს ტერიტორიაზე,"- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ​ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დემარკაცია/დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები