19 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
ე.წ. ჩაკეტვა ვერ დაამთავრებს ინფექციას, თუმცა ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს - მაია ზალდასტანიშვილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსის მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, ამ დროის მდგომარეობით, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა.

მისივე განცხადებით, ​რესურსი არ არის თანხვედრაში საჭიროებასთან, მაგალითად, არ არის საწოლები და იმ პაციენტებსაც ვერ იღებენ კლინიკაში, რომელსაც სუნთქვის მძიმე უკმარისობა აქვს. 

"ამჟამად, ჩვენს კლინიკაში ყველა საწოლი დაკავებულია და წარმოიდგინეთ რა მძიმეა ექიმის მდგომარეობა, რომელსაც პაციენტი უკავშირდება, რომელსაც სუნთქვის მძიმე უკმარისობა აქვს და ჩვენ უარს ვეუბნებით მიღებაზე იმიტომ, რომ ფიზიკურად არ გვაქვს საწოლი. ე.წ ჩაკეტვა ვერ დაამთავრებს ინფექციას, თუმცა რაღაცნაირად დროში გაიწელება და ცოტა ამოსუნთქვის საშუალება გვექნება," - განაცხადა  მაია ზალდასტანიშვილმა.

 

დღის ამბები