ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში ერთი კვირის წინ შეიყვანეს. 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს სხვა თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
"გვაქვს გარდაცვალების ერთი შემთხვევა. პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. იყო გულზე ნაოპერაციები და ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი," -ამბობს "კლინიკა ბომონდის"კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.