19 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
"თქვენი ოჯახის წევრებსაც კი უნდა მოერიდოთ... ნუ მოწევთ, ნუ დალევთ" - დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესაბამისად, გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებელია. 

დავით გადელია მოსახლეობას ურჩევს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები და, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის წევრებსაც კი მოერიდონ. 

"ჩვენ გირჩევთ, რომ იყოს გადაკეტილი ბევრი რამ. ნუ მოწევთ, ნუ დალევთ. ეს სიტყვა - "ლოკდაუნი" მაინცდამაინც არ მომწონს. თუ თქვენ ამ სიტყვაში დებთ იმას, რომ უნდა შეჩერდეს რესტორნების, ბაზრობების და ა.შ მუშაობა, მაშინ გეუბნებით, რომ ეს აუცილებლად უნდა შეჩერდეს. თვითონ თქვენი ოჯახის წევრებსაც კი უნდა მოერიდოთ, რადგან ყველაზე დიდი აფეთქება არის შიგნით. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მაშინ არანაირი რესურსი არ გვეყოფა - არც საწოლების და არც მედპერსონალის, ყველა მოქალაქე ექიმი უნდა იყოს, მაშინ და ყოველი მეორე - ექთანი,"-განაცხადა დავით გადელიამ. 

დღის ამბები